მემფისი თუ ობამეიანგი - "ბარსას" არჩევანი ცნობილია

მემფისი თუ ობამეიანგი - "ბარსას" არჩევანი ცნობილია

"ბარსელონას" ლა ლიგაში ახალწვეულთა დასარეგისტრირებლად თავისი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდება.

გასაყიდად გადადებული ვარსკვლავი ფრენკი დე იონგი გახლავთ, მას კი ან პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეუწყვილდება, ან მემფის დეპაი.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" ურჩევნიათ, რომ გუნდში გაბონელი თავდამსხმელი დარჩეს, ნიდერლანდელი კი წავიდეს.

ორივე მათგანის გაყიდვა არ განიხილება, რადგან რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი სჭირდება.

ცნობისთვის, აუბას ლონდონის "ჩელსის" უკავშირებენ, მემფისით კი ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

6 დღის წინ
1056 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2504
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ