2 წლის და 7 თვის წინ
დასვენების დღით 5-მა ფეხბურთელმა არ ისარგებლა
დასვენების დღით 5-მა ფეხბურთელმა არ ისარგებლა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის მე-2 ტურში "კადისი" დაამარცხა. სეზონის პირველი საშინაო მატჩი კატალონიელებმა პედრისა და ფერანის გოლებით მოიგეს.

მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ჩავი ერნანდესმა თავის ფეხბურთელებს 2 დღე მისცა დასასვენებლად.

მიუხედავად მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებისა, გუნდის ბაზაზე რამდენიმე მოთამაშე მაინც გამოცხადდა.

სანტი ოვალეს ინფორმაციით, დღეს რონალდ არაუხომ, ინიგო მარტინესმა, პედრი გონსალესმა, ჟიულ კუნდემ და მარკ კასადომ ივარჯიშეს.

ცხადია, არაუხოს ტრავმა ჯერ არ მოურჩენია. დღევანდელი დატვირთვაც მისი სარეაბილიტაციო პროცესის ნაწილი გახლდათ.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩი "ბარსას" 27 აგვისტოს, "ვილიარეალთან" ელის.


Facebook კომენტარები