2 წლის და 9 თვის წინ
ვინ გააჩუმა ფერანმა გოლით - საინტერესო ამბავი
ავტორი
Aa
ფერან ტორესი 2023/2024 წლების სეზონს ჩინებულად იწყებს. ამხანაგურ მატჩებში ესპანელმა თავდამსხმელმა 3 გოლით გამოიჩინა თავი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ, ლა ლიგის ახალ გათამაშებაში კი მეორე ტურშივე შეაგდო.
ფერანმა "კადისის" კარი 92-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკის თავური გადაცემის შემდეგ აიღო.
ბევრმა შეამჩნია, რომ ტორესმა თავისი გოლი ტუჩზე საჩვენებელი თითის მიდებით აღნიშნა. ზოგს შეიძლება ჰგონებოდა, რომ 23 წლის ესპანელი თავის კრიტიკოსებს აჩუმებდა, თუმცა საქმე სულ სხვა რამეში ყოფილა.
DAZN-ის ინფორმაციით, "ბარსას" შვიდიანის ჟესტი მისი მეგობრისაკენ გახლდათ მიმართული. მასთან ფერანს სანაძლეო ჰქონდა დადებული, რომელიც, როგორც ჩანს, მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მომდევნო მატჩი 27 აგვისტოს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ ელოდებათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი