როგორი შემადგენლობით დაიწყებს "ბარსა" ლა ლიგის ახალ სეზონს

როგორი შემადგენლობით დაიწყებს "ბარსა" ლა ლიგის ახალ სეზონს

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის ახალ სეზონს "ბარსელონა" 13 აგვისტოს "რაიო ვალეკანოსთან" საშინაო მატჩით გახსნის.

Marca უკვე გვთავაზობს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სავარაუდო შემადგენლობას აღნიშნული შეხვედრისთვის:

ტერ შტეგენი - ალბა, პიკე, კუნდე, არაუხო - ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი - დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია

ბუნებრივია, იმისათვის, რათა მატჩში მონაწილეობა მიიღონ, ჟიულ კუნდე, უსმან დემბელე, რობერტ ლევანდოვსკი და რაფინია ლა ლიგაში დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ.

ბოლო ცნობების თანახმად, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ვითარებას აკონტროლებს და შაბათისთვის ეს პროცედურა დასრულებული იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" და "ელვების" ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

1 თვის წინ
2296 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ