უცნაური შეთანხმება "ბარსასა" და დემბელეს შორის - დეტალები

უცნაური შეთანხმება "ბარსასა" და დემბელეს შორის - დეტალები

Sport-ის ინფორმაციით, უსმან დემბელესა და "ბარსელონას" შორის დადებულ კონტრაქტში მეტად საინტერესო პუნქტი არსებობს.

როგორც ირკვევა, თუ ფრანგ გარემარბს რომელიმე კლუბი შეიძენს, სატრანსფერო თანხის 50%-ს თავად ფეხბურთელი მიიღებს.

დემბელეს გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. მაგალითისთვის, უსმანის მსურველის მიერ ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, 50 მილიონი "ბლაუგრანას" დარჩება, 50 მილიონი კი 25 წლის გარემარბს.

ესპანურმა გამოცემამ უსმანის ხელფასზეც ისაუბრა.

წყაროს თანახმად, სეზონში დემბელეს ანაზღაურებაზე "ბარსა" 16 მილიონ ევროს ხარჯავს. რა თქმა უნდა, ხელზე მოთამაშე გაცილებით ნაკლებს იღებს, რადგან ეს 16 მილიონი გადასახადების გაუთვალისწინებლადაა ნაგულისხმები.

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში 4 მილიონი ევროს ღირებულების ბონუსებიცაა ჩადებული.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ახალ სეზონს ჩინებულ ფორმაში ხვდება. წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მან 5 გოლი გაიტანა.

1 თვის წინ
2419 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ