გადაწყდა! - "ბარსელონა" პირველ ახალწვეულს არეგისტრირებს

გადაწყდა! - "ბარსელონა" პირველ ახალწვეულს არეგისტრირებს

"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის შაბათს დაარეგისტრირებს, - იტყობინება Bild.

ჟურნალისტ ტობი ალჩეფლის ინფორმაციით, ეს უკვე გადაწყვეტილია და პოლონელ გოლეადორს "რაიო ვალეკანოსთან" მატჩშიც შეეძლება თამაში.

რაც შეეხებათ დანარჩენ ახალწვეულებს, მათთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო რთულადაა.

ჟერარ რომეროს ცნობით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ყველა ახალწვეული შაბათისთვის იყოს დარეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ფეხბურთელის ერთად დარეგისტრირებას მაინც უნდა ველოდოთ.

ჩავი ერნანდეს ნავაროს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანაში" სასწაულად ჩათვლიან, თუ ყველა ახალწვეული ხვალისთვის ლა ლიგაში რეგისტრირებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გარდა ლევანდოვსკისა, კლუბმა უსმან დემბელე, სერხი რობერტო, რაფინია, ჟიულ კუნდე, ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი უნდა დაარეგისტრიროს.

1 თვის წინ
2186 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ