კესიე რეგისტრაციის დაგვიანებას გაგებით ეკიდება

კესიე რეგისტრაციის დაგვიანებას გაგებით ეკიდება

ფრანკ კესიე შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ ახალწვეულთთაგანი, რომლებსაც "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის წინ ვერ დაარეგისტრირებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას კლუბის მდგომარეობა ესმის.

კესიე მზადაა, რომ დარეგისტრირებას დაელოდოს და ლა ლიგაში საკუთარი დებიუტი მცირე ხნით გადადოს.

ფრანკის პოზიცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ცნობების ფონზე, რომელთა მიხედვითაც, მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომ თუ კლუბი მის დარეგისტრირებას დროულად ვერ შეძლებს, "კამპ ნოუდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება წასვლა.ა

ასეთივე პუნქტი დევს ანდრეას კრისტენსენის კონტრაქტშიც.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იტალიური "მილანიდან" უფასოდ დაიმატეს.

1 თვის წინ
319 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ