"ბარსელონა" ახალ დანი ალვეშს ეძებს

"ბარსელონა" ახალ დანი ალვეშს ეძებს

"ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე "ახალ დანი ალვეშს" ეძებს, - იტყობინება Mundo Deportivo.

"ლურჯ-ბროწეულისფერთ" ასეთი სტილის ფლანგელის შეძენა რობერტ ლევანდოვსკის მეორე სართულზე თამაშისა და რაფინიას ცენტრში შეწევის უნარების მაქსიმალურად გამოყენება სურთ.

"ბლაუგრანას" უნდა ახალგაზრდა, სწრაფი და შეტევაზე ორიენტირებული მარჯვენა მცველის დამატება. მატეუ ალემანიმ, ჟორდი კრუიფმა და ჩავიმ უკვე დაიწყეს ბაზარზე მსგავსი პროფილის ძიება.

რაც შეეხებათ "ბარსას" მოქმედ მარჯვენა მცველებს, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი სერხი რობერტოს აქვს გარანტირებული, სერჟინიო დესტი კი ტრანსფერზეა დაყენებული.

ამერიკელს კლუბიდან შეატყობინეს, რომ მისი შემცვლელის ძებნას იწყებენ. მიუხედავად ამისა, სერჟინიო "კამპ ნოუს" დატოვებაზე უარს აცხადებს.

წყაროს თანახმად, 20 წლის ფეხბურთელს სჯერა, რომ ჩავის ნდობას დაიბრუნებს.

სხვათა შორის, Mundo Deportivo-მ იმ მარჯვენა მცველის ვინაობაც გაგვანდო, რომელიც კატალონიელებს უკვე შესთავაზეს. საუბარია ექტორ ბელერინზე. ესპანელი ახლა "არსენალის" დატოვებას ცდილობს, "ბარსამ" კი მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, თუმცა ბელერინის ტრანსფერი მაინც ნაკლებსავარაუდოა - ის აღარც ახალგაზრდაა და აღარც სისწრაფე აქვს შერჩენილი.

კატალონიური გამოცემა ბოლოს დასძენს, რომ "ბარსელონას" პრიორიტეტი მარკოს ალონსოს გაფორმება და ახალწვეულების დარეგისტრირებაა, ამიტომ მარჯვენა მცველის პოვნა შეიძლება ცოტათი გაჭიანურდეს კიდეც.

1 თვის წინ
1735 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ