"ბარსას" დარეგისტრირებული ფეხბურთელების XI "რაიოსთან" მატჩისთვის

"ბარსას" დარეგისტრირებული ფეხბურთელების XI "რაიოსთან" მატჩისთვის

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ლა ლიგის ახალ სეზონს ხვალ "რაიო ვალეკანოსთან" გასამართი საშინაო მატჩით გახსნის.

სეზონის სტარტს "ბლაუგრანა" ისე ხვდება, რომ შემდეგი 7 ფეხბურთელი დარეგისტრირებული არ ჰყავს: უსმან დემბელე, სერხი რობერტო, რაფინია, ანდრეას კრისტენსენი, ფრანკ კესიე, რობერტ ლევანდოვსკი და ჟიულ კუნდე.

მოარული ხმების თანახმად, ხვალისთვის ყველა მათგანის რეგისტრაცია მოესწრება, თუმცა, ვინიცობაა და ასე არ მოხდეს, Marca-მ შემოგვთავაზა "ბარსას" რეგისტრირებული მოთამაშეებისგან შემდგარი სავარაუდო თერთმეტეული:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

დაცვა: სერჟინიო დესტი, რონალდ არაუხო, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა

ნახევარდაცვა: პედრი გონსალესი, სერხიო ბუსკეტსი, პაბლო გავი

თავდასხმა: მემფის დეპაი, ანსუ ფატი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩავის ასეთი თერთმეტეულის დაყენება არ მოუწევს, თუმცა იგი მაინც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.

ცნობისთვის, "ბარსასა" და "რაიოს" მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

 

1 თვის წინ
2609 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ