ობამეიანგი მიდის? - რას წერენ ესპანურ პრესაში

ობამეიანგი მიდის? - რას წერენ ესპანურ პრესაში

პიერ-ემერიკ ობამეიანგი "ბარსელონას" დასატოვებლად მზად იქნება, თუ შეთავაზება მას დააკმაყოფილებს, - იუწყება ტონი ხუანმარტი.

Relevo-ს ჟურნალისტის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" "ბარსას" გაბონელ თავდამსხმელში იმ თანხის ნახევარს სთავაზობდა, რასაც კატალონიური გრანდი ისურვებდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასურველი თანხა 25 მილიონი ევროა. მაშასადამე, "არისტოკრატთა" წინადადება 12-13 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

სხვათა შორის, სანდოობით ცნობილმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ შემდეგი რამ განაცხადა: "ბარსელონაში" ამბობენ, რომ გუნდს შემდეგ საათებში დატოვებს ფეხბურთელი, რომელსაც საშუალო სიდიდის ხელფასი აქვს." პიერ-ემერიკი ამ კატეგორიაში ალბათ ვერ გავიყვანთ, თუმცა თუ ამ წამსვლელ ფეხბურთელში მემფისი იგულისხმება, ობამეიანგის "ჩელსიში" გადაბარგების შანსი მინიმუმამდე დავა.

"ჩელსი" - ობა - "ბარსას" საგას ასე აფასებს ჟურნალისტი ორიულ დომენეხი:

"ობამეიანგის "ჩელსიში" წასვლა "ბარსელონასთვის" ფინანსურად ბრწყინვალე იქნებოდა. დამატებით შემოსავალთან ერთად, კლუბი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს მოიცილებს. თუ ლევანდოვსკი დაიტრავმება, მას ფატი, ფერანი, მემფისი და დემბელე შეცვლიან..."

აქამდე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩავი ერნანდესი 33 წლის გაბონელის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, თუმცა, ვინ იცის, შეიძლება ეს მოცემულობაც შეიცვალოს.

1 თვის წინ
1081 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ