1 წლის და 3 თვის წინ
ფელიქსის დამატება რეალურია - "ბარსას" შემტევის გაყიდვა დასჭირდება
ფელიქსის დამატება რეალურია - "ბარსას" შემტევის გაყიდვა დასჭირდება

"ბარსელონა" ჟოაუ ფელიქსის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში დამატებას რეალურ შესაძლებლობად მიიჩნევს, - იუწყება Sport.

წყაროს თანახმად, მადრიდის "ატლეტიკო" მზად არის, პორტუგალიელი თავდამსხმელი ჩვეულებრივი იჯარით გაუშვას და კლუბს მისი გამოსყიდვის უფლებაც გადასცეს.

"როხიბლანკოში" 23 წლის შემტევის გასახდელიდან მოცილება სურთ. სწორედ ამის დამსახურებაა მათი მზაობაც ფელიქსთან ნებისმიერ ფასად დამშვიდობებაზე.

ესპანური გამოცემა წერს, რომ "ბარსას" ჟოაუს ლა ლიგაში დასარეგისტრირებლად რომელიმე შემტევის გაშვება დასჭირდება.

ფინანსურ ფეარ-პლეიში საკმარის სივრცეს კატალონიელებს ანსუ ფატის ან აბდე ეზალზულის გაყიდვა გაუჩენთ.

უფრო რეალურად აბდეს წასვლა მიიჩნევა თუმცა, მოარული ხმების მიხედვით, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ანსუ ფატის გასხვისება ურჩევნია.


Facebook კომენტარები