"ბარსელონას" დემბელეს შემცვლელად მუჰამედ კუდუსის მოყვანა სურდა, - იუწყება ცნობილი ჟურნალისტი დავიდ ბერნაბეუ რევერტერი.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" ამსტერდამის "აიაქსის" შემტევის იჯარით წაყვანასა და მისი გამოსყიდვის ვალდებულების მიღებას გეგმავდა.
განელით "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაინტერესებას ჟერარ რომეროც ადასტურებს. მისი თქმით, ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოს იმიტომ არ მისულა, რომ "აიაქსის" მიერ კუდუსში მოთხოვნილი თანხა "ბარსასთვის" ზედმეტად დიდი აღმოჩნდა.
სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, ნიდერლანდული გრანდი კუდუსს 40-50 მილიონ ევროდ აფასებს.
მუჰამედს ახლა აქტიურად უკავშირებენ "ვესტ ჰემს". მასთან მიმართებაში გაიჟღერა "ბრაიტონისა" და "ჩელსის" სახელებმაც.
23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა.