როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა. ყველა სარწმუნო წყაროს თანახმად, 29 წლის ფლანგელის "ბლაუგრანაში" გადაბარგება მიმდინარე კვირაში უნდა გაოფიციალურდეს.
მნიშვნელოვანია, რომ "ბარსა" სატრანსფერო ფანჯარას კანსელუს დამატებით არ დახურავს და შემტევი ტიპის ნახევარმცველის მოყვანას ეცდება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის ფავორიტად ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელი ფეხბურთელი, ჯოვანი ლო ჩელსო განიხილება. ლო ჩელსოს ტრანსფერზე მუშაობა კლუბს დროებით შეწყვეტილი აქვს, რადგან მთელი აქცენტი ჟოაუზეა გაკეთებული, თუმცა პროცესი აუცილებლად განახლდება.
მიუხედავად ამისა, ცხადია, "ბარსაში" იმასაც კარგად იაზრებენ, რომ "დეზების" 27 წლის შუახაზელის დამატება შეიძლება ვერ მოახერხონ.
SPORT-ის ინფორმაციით, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, "ბლაუგრანას" მე-6 ნახევარმცველი ფერმინ ლოპესი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფერმინ ლოპესი 20 წლის "ლა მასიელია", რომელიც ფართო საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ დალასში გამართული "ელ კლასიკოდან" გაიცნო. მადრიდის "რეალს" იქ ფერმინმა გოლი გაუტანა და ასისტიც მიიწერა. საგოლე გადაცემით გამოირჩა ლოპესი გამპერის თასზე.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელი ჯერ მოედანზე არ გვინახავს.