2 წლის და 7 თვის წინ
დეკუ ფიქრობს, რომ "ბარსელონა" შეცდომას უშვებს
დეკუ ფიქრობს, რომ "ბარსელონა" შეცდომას უშვებს

"ბარსელონამ" არჩევანი "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელ მარჯვენა მცველზე, ჟოაუ კანსელუზე შეაჩერა, რამაც "რეალ ვალიადოლიდის" 18 წლის ფლანგელის, ივან ფრესნედას "ბლაუგრანაში" გადაბარგება გამორიცხა.

არსებობდა მოსაზრება, რომ კატალონიელები კანსელუსაც გაიფორმებდნენ და ფრესნედასაც, ოღონდ ივანს ერთი სეზონით ლა ლიგის რომელიმე გუნდში გაანათხოვრებდნენ. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ამ ოპერაციების ერთდროულად განხორციელების საშუალება ფინანსურმა ფეარ-პლეიმ არ მისცა.

ახლა კი SPORT წერს, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარებით უკმაყოფილოა "ბარსას" ახალი სპორტული დირექტორი დეკუ.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი ფრესნედას ხელიდან გაშვებას დიდ შეცდომად მიიჩნევს.

ახალგაზრდა ესპანელი თავიდანვე დეკუს ფავორიტი გახლდათ, მაგრამ ჩავი ჯიუტად ითხოვდა კანსელუს დამატებას. როგორც ხედავთ, "მაესტრომ" თავისი გაიტანა.

რაც შეეხება ივანს, მისი "რეალ ვალიადოლიდიდან" წასვლა მაინც არაა გამორიცხული. ფრესნედას "ჩელსისა" და "სპორტინგს" უკავშირებენ.


Facebook კომენტარები