დღევანდელ პრესკონფერენციაზე, "ბარსელონას" საფეხბურთო დირექტორ მატეუ ალემანის შეკითხვა ხულიან არაუხოს ჩავარდნილ ტრანსფერზე დაუსვეს.
"ამ ფეხბურთელს საკმაო ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და მისი ტრანსფერის დახურვა ფიფას სისტემის ხარვეზის გამო ვერ მოვახერხეთ. 18 წამით დავაგვიანეთ.
არაუხო მეორე გუნდისთვის გამიზნული მოთამაშე გახლდათ. არ ვიცი, რატომ ატყდა ეს ხმაური. ის ჩვენს გეგმებში რჩება და სიტუაციას გამოსწორების ვეცდებით ან გადაწყვეტილების გასაჩივრებით, ან მისი 5 თვის შემდეგ დამატებით," - თქვა ალემანიმ.
გავრცელებული ცნობების თანახმად, მექსიკელი მარჯვენა მცველის სანაცვლოდ "ბლაუგრანა" "ლოს ანჯელეს გელექსის" 4 მილიონ ევროს გადაუხდიდა.
კატალონიელები არაუხოს "ბარსა ატლეტიკში" დარეგისტრირებასა და მის პირველ გუნდში თანდათანობით ინტეგრირებას გეგმავდნენ.