ესპანურ პრესაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ "ბარსელონამ" 32 წლის მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო ტრანსფერზე დააყენა.
ვეტერან ესპანელს შეთავაზებები აქვს როგორც საუდის არაბეთიდან, ასევე ინგლისის პრემიერ ლიგიდანაც.
იმ ფონზე, რომ ალონსო ლა ლიგაში ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებიათ, ეს ცნობები შეიძლება სიმართლედაც მიგვეჩნია, თუმცა SPORT განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს.
წყაროს თანახმად, "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა მარკოსს უთხრა, რომ იგი ხელშეუხებელია. ჩავის თქმით, ალონსო ახალ სეზონში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება და მან მოარულ ხმებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
მაშასადამე, უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ გამოცდილი ფლანგელის ლა ლიგაში დარეგისტრირებასაც.
შეგახსენებთ,რომ ალონსო "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში, ლონდონის "ჩელსიდან" დაიმატა.