1 წლის და 9 თვის წინ
"თუ საჭირო გახდა, ამას გავაკეთებ" - ალბას გეგმები ცნობილია
"თუ საჭირო გახდა, ამას გავაკეთებ" - ალბას გეგმები ცნობილია

Marca-სთან ჩაწერილ ინტერვიუში, "ბარსელონას" მარცხენა მცველს, ჟორდი ალბას ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი "ბლაუგრანასთან" 2024 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის სრულად ჩამთავრებას.

"რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ამისთვის მზად ვარ.

კონტრაქტით კიდევ 1 წელი მაქვს დარჩენილი და თუ საჭირო გახდება, ხელფასსაც შევიმცირებ. ეს კლუბის გადაწყვეტილებაა და მათ ყოველთვის ვეხმარებოდი, როცა ამას მთხოვდნენ.

ხელფასის შემცირებაზე ბევრი ტყუილი თქმულა, მაგრამ კლუბს მუდამ ვუწევდი დახმარებას. ბევრს უთქვამს ისეთი რამ, რაც მტკივნეული იყო, თუმცა ამას უნდა შევეგუო. ვიცი სიმართლე, ვიცი, რაც გავაკეთე, ამიტომ მშვიდად ვარ." - განაცხადა ალბამ.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ბარსელონა" ჟორდის გაყიდვას ცდილობდა. ამის მიზეზი ალბას მაღალი ხელფასი გახლდათ, თუმცა ესპანელი მაინც "კამპ ნოუზე" დარჩა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში ალბამ თავი 1 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები