3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსამ" კიდევ ერთი სამიზნის დამატება გამორიცხა
ავტორი
Aa
"ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ჯოვანი ლო ჩელსოს დამატება თითქმის გამორიცხულია, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.
კატალონიელებმა ლონდონის "ტოტენჰემს" ერთსეზონიანი იჯარა შესთავაზეს, "დეზები" კი არგენტინელ ნახევარმცველს მხოლოდ 10-15 მილიონ ევროდ შეელევიან. ამ პირობას "ბლაუგრანა" ვერ დააკმაყოფილებს.
წყაროს თანახმად, "ბარსამ" ტრანსფერში კლემან ლანგლეს ჩართვა ცადა, მაგრამ არც ეს მცდელობა გამოდგა წარმატებული.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" ლო ჩელსოს ვერ დაიმატებდა, გუნდის მე-6 ნახევარმცველის როლს 20 წლის "ლა მასიელი", ფერმინ ლოპესი მიიღებდა.
შეგახსენებთ, რომ ჯოვანი ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი ფავორიტი სამიზნე და ბერნარდუ სილვას ალტერნატივა გახლდათ. როგორც ჩანს, კლუბი ვერცერთ მათგანს ვერ გაიფორმებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი