2 წლის და 8 თვის წინ
მაროკოს ნაკრებმა იამალის გამოძახება მოითხოვა - რას გეგმვას ლამინე
მაროკოს ნაკრებმა იამალის გამოძახება მოითხოვა - რას გეგმვას ლამინე
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინე იამალი მომავალი სანაკრებო პაუზისთვის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.

16 წლის მოთამაშე წარმოშობით მაროკოელი გახლავთ და სწორედ ამიტომ, აფრიკულმა ნაკრებმა იამალის თავიანთ გუნდში გამოძახება მოითხოვა - იტყობინება "MundoDeportivo".

წყაროს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით კატალონიელთა შემტევმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც გაირკვა, იამალს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა სურს.

აქვე გეტყვით, რომ "ფურია როხას" მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ელის.


Facebook კომენტარები