3 წლის და 2 თვის წინ
ინიგომ გადაწყვეტილება მიიღო - "ბარსას" პოზიცია
ავტორი
Aa
ინიგო მარტინესმა გადაწყვიტა, რომ "ბარსელონას" დაელოდოს, - იუწყება Sport.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ბილბაოს "ატლეტიკის" მცველს შეატყობინა, რომ თუ კლუბს ამის საშუალებას ფინანსური ფეარ-პლეი მისცემს, ინიგოს დაიმატებენ.
31 წლის უკანახაზელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ ცენტრალურ მცველს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაიფორმებდნენ, თუმცა კატალონიურმა გრანდმა ფეხბურთელში ფულის გადახდა არ მოისურვა.
მიმდინარე სეოზნში მარტინესმა ბასკური გუნდის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა. მან თავი ვერაფრით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები