3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" ბუსკეტსს 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს - რა არის ამის მიზეზი
"ბარსა" ბუსკეტსს 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს - რა არის ამის მიზეზი

"ბარსელონა" სერხიო ბუსკეტსს 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს, - იუწყება როხერ ტორელო.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის თანახმად, ჩავის "ბლაუგრანას" კაპიტნის კიდევ 6 თვით შენარჩუნება სურს, რათა გუნდის მის გარეშე თამაშს შეაჩვიოს და სისტემაში ახალი საყრდენის ინტეგრირება გაუადვილდეს. მთავარ სამიზნედ "ფიორრენტინას" შუახაზელი სოფიან ამრაბატი ითვლება.

იმ კლუბებს, რომლებიც ზაფხულში ბუსკეტსის გადაბირებას ეცდებიან, "ბარსა" ფინანსურ საკითხში კონკურენციას ნამდვილად ვერ გაუწევს, ხანმოკლე ხელშეკრულების ვარიანტიც ამიტომ გახდა აქტუალური.

"კამპ ნოუზე" იანვრამდე გაჩერება სერხიოს მისცემს საშუალებას, "ინტერ მაიამის" ზედ ახალი სეზონის დაწყების წინ შეუერთდეს და ახალ კლუბთან წინასასეზონო შეკრებაც გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ესპანელს "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტი ივლისში ეწურება

მიმდინარე სეზონში ბუსკეტსმა 27 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები