ჩავისა და პიკეს კონფლიქტი აქვთ - დეტალები

ჩავისა და პიკეს კონფლიქტი აქვთ - დეტალები

Diario Sport-ის თანახმად, ჩავი ერნანდესსა და ჟერარ პიკეს შორის ურთიერთობა ძალიან გაფუჭდა.

როგორც ირკვევა, "ბაიერნთან" მატჩის მიმდინარეობისას პიკემ გასახდელში დაიწუწუნა, რომ ზედმეტად ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

თავისი ყოფილი თანაგუნდელის რეპლიკა "მაესტრომ" გაიგონა და მას უთხრა:

"ამიერიდან შენ კიდევ უფრო ნაკლებს ითამაშებ!"

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პიკემ სულ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "პლზენთან" იგი შეცვლაზე შევიდა, "კადისთან" კი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა.

"ბარსას" ვიცე-კაპიტანი გუნდის დაცვის ცენტრში ჩავის ბოლო არჩევანია არაუხოს, გარსიას, კუნდესა და კრისტენსენის შემდეგ.

1 კვირის წინ
4977 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ