"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი "რეალში" თამაშზე თანახმაა

"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი "რეალში" თამაშზე თანახმაა

"ბარსელონას" მიერ აღზრდილმა ესპანელმა გარემარბმა, ჟერარ დეულოფეუმ, რომელიც ამჟამად იტალიურ "უდინეზეში" ასპარეზობს, საინტერესო განცხადება გააკეთა.

28 წლის გარემარბს Marca ჯერ "ბარსაში" დაბრუნებაზე შეეკითხა, შემდეგ კი "რეალში" გადასვლაზე.

"დაბრუნება "ბარსაში"? არა. უკვე ვთქვი, რომ ეს არასდროს მოხდება.

მივიღებდი თუ არა "რეალის" შეთავაზებას? ამაზე ვინ იტყოდა უარს?! ეს შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა," - განაცხადა ჟერარმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი შემტევი 2003-დან 2015 წლამდე "ბარსას" ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, 2017-2018 წლების სეზონში კი პირველი გუნდის ღირსებას იცავდა.

ახლა დეულუფეო სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. "უდინეზეს" მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში მისი მონაგარი 16 გოლსა და 13 ასისტს შეადგენს.

1 კვირის წინ
6587 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ