მესის 7 მოთხოვნა "ბარსელონას" - რა სურდა ლეოს

მესის 7 მოთხოვნა "ბარსელონას" - რა სურდა ლეოს

ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ დღეს გაავრცელა იმ მოთხოვნათა სია, რომლებიც ლიონელ მესიმ "ბარსელონას" 2020 წელს ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ წაუყენა.

არგენტინელმა ხოსეპ მარია ბართომეუს შემდეგი სურვილებით მიმართა:

1. კონტრაქტი კიდევ სამი სეზონით (2023 წლამდე)

2. კერძო ლოჟა "კამპ ნოუზე" თავისი და ლუის სუარესის ოჯახებისთვის

3. 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსი

4. სიმბოლური, 10 ათასი ევროს ღირებულების გამოსასყიდი თანხა, რომელიც მას კლუბიდან ნებისმიერ დროს თავისუფლად წასვლის საშუალებას მისცემდა.

5. კოვიდპანდემიის დროს შემცირებული ხელფასის 3%-იანი სარგებლით დაბრუნება

6. კერძო თვითმფრინავი მთელი ოჯახისთვის საშობაო არდადეგების დროს

7. საგადასახადო გარანტიები - თუ მთავრობა გადასახადებს გაზრდიდა, ეს თანხა "ბარსას" უნდა დაეფარა, მესის კი ხელფასი არ უნდა შეცვლოდა

ბართომეუმ ყველა მოთხოვნა მიიღო, გარდა მეოთხისა. ის მზად არ იყო არგენტინელის გამოსასყიდი თანხის ასე შესამცირებლად. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა 10 მილიონი ევროს ბონუსიც, რაც პანდემიური კრიზისიდან კლუბის დაბრუნებაზე იყო დამოკიდებული.

ორ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ მესიმ მოლაპარაკებები შეწყვიტა და გაშვება მოითხოვა, თუმცა პრეზიდენტმა მას ამის უფლება არ მისცა.

სხვათა შორის, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა ლაპორტასაც ანალოგიური მოთხოვნებით მიმართა. საბოლოო ჯამში, მხარეები განსხვავებულ პირობებზე შეთანხმდნენ, მაგრამ ლა ლიგამ კონტრაქტი მოქმედად არ ცნო და ლეოსაც "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა მოუხდა.

1 კვირის წინ
16804 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ