გაირკვა - რა უთხრა ჩავიმ ანჩელოტის შეხვედრაზე

გაირკვა - რა უთხრა ჩავიმ ანჩელოტის შეხვედრაზე

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც ერთმანეთს ლა ლიგის გუნდების მწვრთნელები შეხვდნენ, ჩავი ერნანდესისა და კარლო ანჩელოტის გზებიც გადაიკვეთა.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩავიმ "რეალის" თავკაცს უთხრა, რომ "ბარსელონა" ლა ლიგის მოგებასთან ამ სეზონში უფრო ახლოს იქნება, ვიდრე შარშან იყო.

კატალონიური გრანდი პრიმერას ლიდერ "სამეფო კლუბს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ეს სხვაობაც "თეთრების" ბრწყინვალე სტარტმა განაპირობა - მათ 6-დან 6 მატჩი მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი "ელ კლასიკო" 16 ოქტომბერს გველოდება.

არსებობს საკმაოდ დიდი შანსი, ამ მატჩამდე გუნდები ქულების დაკარგვის გარეშე მივიდნენ და ლა ლიგას ლიდერი სწორედ იქ შეიცვალოს.

1 კვირის წინ
2158 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ