"პრეზიდენტს ეს უნდოდა" - კუმანმა ლაპორტას კბილი გაკრა

"პრეზიდენტს ეს უნდოდა" - კუმანმა ლაპორტას კბილი გაკრა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

საკითხი, რომელზეც "ბლაუგრანას" ყოფილმა თავკაცმა ილაპარაკა, ჯორჯინიო ვაინალდუმის ჩაშლილი ტრანსფერი გახლდათ.

"ვაინალდუმის "ბარსაში" მიყვანა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჩემი გაღიზიანება უფრო უნდოდა, ვიდრე ფეხბურთელის დამატება...

ამან ოპერაცია დააყოვნა და ჯორჯინიომ "პსჟ" აირჩია. სხვა შემთხვევაში, ის "ბარსაში" ითამაშებდა," - თქვა კუმანმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნიდერლანდელი კლუბის პრეზიდენტს აკრიტიკებს. როგორც ჩანს, "ბარსადან" ის ძალიან ნაწყენი წავიდა.

რაც შეეხება ვაინალდუმის ტრანსფერს, კლუბი მას 2021 წლის ზაფხულში უმიზნებდა, თუმცა, საბოლოოდ, ჯორჯინიო "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა, ახლა კი იგი "რომას" ღირსებას იცავს.

1 კვირის წინ
599 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ