უსმან დემბელე: “ბარსელონაში” თავს კარგად ვგრძნობ”

უსმან დემბელე: “ბარსელონაში” თავს კარგად ვგრძნობ”

როგორც მოგეხსენებათ კატალონიის "ბარსელონას" 25 წლის ფრანგ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს გასულ სეზონში გუნდიდან წასვლა სურდა.

საბოლოო ჯამში "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ის დარჩენაში დაარწმუნა.

დემბელემ უახლოეს ინტერვიუში სწორედ ამ თემაზე გააკეთა აქცენტი:

"მახსოვს დეკემბერში ჩემი და ჩავის შეხვედრა, სადაც ვუთხარი, რომ კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდი. შემდეგ იყო ის, რაც მოხდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსელონაში დარჩენა მინდოდა და იქ თავს კარგად ვგრძნობ." - განაცხადა ფრანგმა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ დემბელე მიმდინარე სეზონში ბრწყინავალე ფორმაში იმყოფება. უსმანმა 2022/2023 წლების სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 გოლი გაიფანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1 კვირის წინ
458 / 0
Chanto
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ