"ბარსამ" 2023 წელს გასაჩარხი ტრანსფერი შეათანხმა

"ბარსამ" 2023 წელს გასაჩარხი ტრანსფერი შეათანხმა

ინიგო მარტინესი 2023 წელს "ბარსელონას" შეუერთდება, - იტყობინება Mundo Deportivo.

ესპანელ უკანახაზელთან "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ინიგო "ბლაუგრანაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მოდის. მის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო გუნდის თავკაცმა, ჩავი ერნანდესმაც.

ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი ცაციაა, რაც მის უპირატესობას წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ "ბარსას" ყველა მოქმედი ცენტრალური მცველი მარჯვენა ფეხით თამაშობს.

მაშასადამე, 31 წლის უკანახაზელის მოყვანით ჩავი დაცვის ცენტრში კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

წყაროს თანახმად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც ინიგომ "ბარსა" აირჩია, "მაესტრო" გახლავთ.

მარტინესს არ უნდა "ატლეტიკთან" რამე უპატივცემულოდ გამოუვიდეს, მაგრამ მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" მისი კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა იქნება.

1 კვირის წინ
4409 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ