ბუსკეტსს ზაფხულში "ბარსადან" წასვლა უნდოდა

ბუსკეტსს ზაფხულში "ბარსადან" წასვლა უნდოდა

სერხიო ბუსკეტსი მზად იყო, რომ "ბარსელონა" გასულ ზაფხულს დაეტოვებინა, - წერს Mundo Deportivo.

"ბარსას" კაპიტანმა აზრი ნოემბერში გასამართი მუნდიალის გამო შეიცვალა. 34 წლის ნახევარმცველს მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ყოფნა სურდა.

შეგახსენებთ, რომ თავისი ასაკისდა მიუხედავად, სერხიო კვლავ რჩება "ბლაუგრანასა" და ესპანეთის ნაკრების საკვანძო ფიგურად.

კატარში სერხიოს აუცილებლად ვიხილავთ. სეზონს იგი "კამპ ნოუზე" ჩაამთავრებს, 2023 წლის ზაფხულში კი MLS-ს მიაშურებს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ გამოცდილ შუახაზელს "ინტერ მაიამიში" ვიხილავთ.

ცნობისთვის, სერხიოს შესაძლო შემცვლელად "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელს, მარტინ ზუბიმენდის განიხილავენ.

1 კვირის წინ
494 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ