“ბარსელონა” ზუბიმენდისთვის სოლიდურ შეთავაზებას ამზადებს

“ბარსელონა” ზუბიმენდისთვის სოლიდურ შეთავაზებას ამზადებს

როგორც მოგეხსენებათ, სერჟიო ბუსკეტსი მომავალ სეზონში კატალონიის "ბარსელონას" დატოვებს.

ესპანურმა გუნდმა ვეტერანი ფეხბურთელის შემცვლელს უკვე მიაკვლია.

ანტონიო სან ივანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გუნდი მარტინ ზუბიმენდისთვის 60 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს.

კატალონიური გუნდის მესვეურებს მისი თამაში ძალიან მოსწონთ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 23 წლის ნახევარმცველი ცალსახად "ბლაუგრანას" პრიორიტეტი იქნება.

ცნობისთვის, მარტინ ზუბიმენდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1 კვირის წინ
342 / 0
Chanto
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვას თუ არა "ბარსამ" ობამეიანგი და დეპაი ერთად?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 292
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ