2 წლის და 5 თვის წინ
"ალ ნასრი" "ბარსას" ვარსკვლავით დაინტერესდა
ავტორი
Aa
"ალ ნასრი" რაფინიათი დაინტერესდა, - იუწყება ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი.
წყაროს თანახმად, საუდის არაბული კლუბის ინტერესი რეალურია, მაგრამ "ბარსელონას" შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღია.
ნაკლებსავარაუდოა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბრაზილიელ გარემარბს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში შეელიონ. ჩავიმ მას დიდი ხნის წინ მიანიჭა ხელშეუხებლის სტატუსი და ამის შეცვლას არ უნდა ველოდოთ.
"ალ ნასრს" ასევე უკავშირებენ კატალონიური გრანდის კიდევ ერთ ფეხბურთელს, კლემან ლანგლეს.
აქვე გეტყვით, რომ რაფინიამ სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ლა ლიგის პირველ ტურში იგი გააძევეს და ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი