როგორც მოგეხსენებათ, 16 თებერვალს "ბარსელონას" ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ელოდება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.
"წითელი ეშმაკები" კატალონიაში საკმაოდ დიდი დანაკლისით ჩამოდიან. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, "ბარსასთან" მატჩში მონაწილეობას ანტონი, ენტონი მარსიალი და სკოტ მაკტომინეი ვერ მიიღებენ.
"მათ გამოჯანმრთელებას არ ველი. დიახ, წინ რამდენიმე დღეა, მაგრამ სიახლეების მოლოდინი არ მაქვს. ითამაშებენ თუ არა ისინი "ბარსელონას" წინააღმდეგ? 100%-იანი სიზუსტით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამას არ ველოდები," - თქვა ტენ ჰაგმა.
მანჩესტერელებს დააკლდებათ ლისანდრო მარტინესი, რომელსაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციაა და "კამპ ნოუზე" ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანასა" და "ემიუს" პირველი შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.