2 წლის და 9 თვის წინ
ბალდე ტკივილს გრძნობს - ითამაშებს თუ არა "ვილიარეალთან" ალეხანდრო
ავტორი
Aa
"ბარსელონაში" რომ ტრავმიანობა უფრო და უფრო მწვავე პრობლემა ხდება, შესანიშნავად მოგეხსენებათ. რონალდ არაუხოს შემდეგ გუნდს კიდევ ერთი ვარსკვლავი, პედრი გონსალესი გამოაკლდა რამდენიმე კვირით.
ახლა კი ტონი ხუანმარტი წერს, რომ დისკომფორტი აქვს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კიდევ ერთ ახალგაზრდასაც.
წყაროს თანახმად, მარჯვენა ფეხის კოჭის არეში ტკივილს ალეხანდრო ბალდე გრძნობს.
მიუხედავად ამისა, კლუბში ფიქრობენ, რომ ბალდე "ვილიარეალთან" თამაშს შეძლებს. "ბარსას" ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებია ალეხანდროს რეზერვისტი, მარკოს ალონსო, ამიტომ "ბლაუგრანა" ეცდება, ეს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მოასწროს.
შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალი" და "ბარსა" ერთმანეთს კვირას, თბილისის დროით 19:30 საათიდან დაუპირისპირდებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი