კლემან ლანგლე საუდის არაბეთში გადასვლას აღარ გამორიცხავს, თუმცა კარიერის ევროპაში გაგრძელება მაინც ურჩევნია, - იუწყება Mundo Deportivo.
საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 20 სექტემბერს იხურება, ამიტომ ფრანგი მცველის აზიელ მსურველებს იმაზე მეტი დრო აქვთ, ვიდრე ტრანსფერის განხორციელებისთვისაა საჭირო.
წყაროს თანახმად, ლანგლეთი ინგლისური, ფრანგული და გერმანული კლუბები არიან დაინტერესებული, მაგრამ მისი ხელფასის სრულად დაფარვის სახსრები არცერთ მსურველს აქვს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რეალური ვარიანტი იჯარაა.
27 წლის მცველი არაბეთში გადაბარგებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი პოზიცია ისეთი მტკიცე აღარ არის.
კლემანს "ალ ნასრს" აქტიურად უკავშირებენ.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ "ბარსელონამ" ლანგლე ლა ლიგაში დაარეგისტრირა.