3 წლის და 2 თვის წინ
რა არის ალდო როვირას ჯილდო და რატომ გადაეცა ის გავის
რა არის ალდო როვირას ჯილდო და რატომ გადაეცა ის გავის

"ბარსელონას" ნახევარცველმა პაბლო გავიმ ალდო როვირას სახელობის ჯილდო მიიღო. იგი "ბლაუგრანას" 2021/2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

აღნიშნული პრიზის გადაცემა 2010 წლიდან დაიწყო და "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტის, ხოსეპ ლუის ბოვირას ავტოკატასტროფაში დაღუპული ვაჟის, ალდო როვირას სახელი მიენიჭა.

გამარჯვებულს დირექტორთა ბორდისა და კატალონური მედია-საშუალებების სპორტული განყოფილების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული ჟიური ადგენს.

ჟიური ცდილობს, რომ აღიარება შედარებით დაუფასებელ ფეხბურთელებსაც მიანიჭოს ხოლმე. მაგალითად, 2010-იან წლებში ეს ჯილდო ერიკ აბიდალმა, ხავიერ მასკერანომ, ლუის სუარესმა, ჟერარ პიკემ და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც მოიგეს. გასულ სეზონში იგი პედრის გადაეცა.

რა თქმა უნდა, რეკორდსმენი აქაც ლეო მესია, რომელსაც პრიზი 6-ჯერ აქვს მოპოვებული.


Facebook კომენტარები