ბრიტანულმა გამოცემა The Athletic-მა "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელის მომავლის შესახებ საინტერესო ცნობები გაავრცელა. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში მათ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ ბრიტანული ტაბლოიდის სტატია მაინც საინტერესო დეტალებს შეიცავს.
ერიკ გარსიაზე:
ერიკ გარსიას გაყიდვას "ბარსელონა" არ განიხილავს.
ანდრეას კრისტენსენზე:
"ბარსელონაში" ზოგს სჯერა, რომ თუ ზაფხულში ანდრეას კრისტენსენის თაობაზე სარფიან შეთავაზებას მიიღებენ, უარის თქმა ძალიან რთული იქნება. ეს ფინანსური ფეარ-პლეის მდგომარეობის გამოსწორებაში დიდ წვლილს შეიტანდა. მიუხედავად ამისა, ჩავი კრისტენსენის გაყიდვით ბედნიერი არ იქნება და რთული წარმოსადგენია, მან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.
ჟორდი ალბაზე:
ზაფხულში "ბარსელონა" ჟორდი ალბას გაყიდვას ეცდება. ისევე როგორც, ეს წინა ზაფხულს სცადეს. ჟორდის ამჟამინდელი ანაზღაურება 20 მილიონი ევროა. ფეხბურთელის გარემოცვაში ამბობენ, რომ მისი წასვლა გამორიცხულია.
"ბარსა" ეცდება, ალბა გადაწყვეტილების შეცვლაში დაარწმუნოს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელისთვის საინტერესო პროექტი გამოჩნდება, არაა გამორიცხული, კლუბმა მას უფასოდ წასვლის ნებაც მისცეს.
ფრენკი დე იონგზე:
"ბარსელონაში" იციან, რომ დე იონგის ხელფასთან დაკავშირებით ვერაფერს შეცვლის, თუმცა ფრენკის თამაშის დონიდან გამომდინარე, კლუბი მის შენარჩუნებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, თუ კლუბი ყველა მხარისთვის სასურველი შეთავაზების მიღებაზე უარს მაინც არ იტყვის.
ფრანკ კესიეზე:
"ბარსელონაში" არსებობს შეგრძნება, რომ ფრანკ კესიე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვერასდროს გახდება.
ზაფხულში კესიეს წასვლაზე ჭორები კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდება.