2 წლის და 9 თვის წინ
ლევანდოვსკიმ ტკივილი იგრძნო - რა მდგომარეობაშია რობერტი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" პოლონელმა გოლეადორმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2023/2024 წლების სეზონში თავისი პირველი გოლი შეაგდო. გამოცდილმა ცხრიანმა "ვილიარეალის" კარი მატჩის 71-ე წუთზე აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
მიუხედავად ამ გოლისა, "ესტადიო დელა სერამიკაზე" გამართული მატჩი რობერტისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ დასრულდა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლევანდოვსკიმ შეხვედრა ბარძაყის ტკივილით ჩაამთავრა. 35 წლის ცენტრფორვარდს ფეხზე სახვევიც ედო.
საბედნიეროდ, "ბლაუგრანას" ქომაგებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.
Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, რობერტი "ოსასუნას" წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური და პამპლონური გუნდები ერთმანეთს 3 სექტემბერს შეხვდებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი