1 წლის და 3 თვის წინ
ჩავიმ შესვენებაზე ფეხბურთელი დატუქსა - დეტალები
ჩავიმ შესვენებაზე ფეხბურთელი დატუქსა - დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, პრიმერა დივიზიონის მესამე ტურში "ბარსელონამ" შვიდგოლიანი თრილერი მოიგო, "ვილიარეალის" წინააღმდეგ - 4:3.

მატჩის პირველი წუთებიდან კატალონიელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლომდე "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ანგარიში გაათანაბრა. "ყვითლები" ერთი პირობა წინაც კი გავიდნენ, თუმცა ფერან ტორესმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გამარჯვება მაინც სტუმრებს დაუტოვეს.

შეხვედრის მეორე ტაიმი "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს, რაშიც სამწვრთნელო შტაბის მიერ შესვენებაზე გაწეულმა სამუშაომაც ითამაშა თავისი როლი.

ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა შესვენებაზე გუნდის კაპიტანი დატუქსა. თავისთვის უჩვეულო როლის შემსრულებელ სერხი რობერტოს საყვედური იმ ზონების გამო უთხრეს, რომლებსაც იგი ზურგს უკან ტოვებდა.

სხვათა შორის, ამაზე "მაესტრომ" მატჩის შემდეგაც ისაუბრა:

"სერხი რობერტოს ვუთხარი, რომ მის ზურგს უკან გაკეთებული პასები ძალიან გვაზარალებდა."

აშკარაა, რომ "ბარსას" მესაჭის დარიგებამ შედეგი გამოიღო - გუნდის კაპიტანმა მეორე ნახევარში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.


Facebook კომენტარები