ლამინე იამალის ზღაპარი გრძელდება! 16 წლის შემტევი "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ახალგაზრდა გარემარბმა პაბლო გავის გოლის დროს საგოლე გადაცემა გააკეთა, რობერტ ლევანდოვსკის გოლამდე კი ბურთი ძელს გაარტყა. გარდა ამისა, ლამინეს კიდევ ერთი ეპიზოდი ჰქონდა, როცა მისი დარტყმული ხარიხამ მოიგერია.
წარმატებული მატჩის შემდეგ "ბარსას" ამომავალმა ვარსკვლავმა მცირე კომენტარიც გააკეთა.
"დედაჩემს ეშინია, როცა თამაშს სასტარტოდან ვიწყებ, მაგრამ ის გულმხურვალედ მქომაგობს.
ძალიან სამწუხარო იყო მათ მიერ თამაშის შემობრუნება, თუმცა ჩვენ გამარჯვება ძალიან გვინდოდა, რამაც მათ მოგების საშუალება არ მისცა.
ყველა შესაძლებლობით ვისარგებლებ, რომელსაც მთავარი მწვრთნელი მომცემს. არ მეშინია. მე მინდა ფეხბურთის თამაში. ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის," - თქვა იამალმა.