2 წლის და 8 თვის წინ
გაირკვა - რას უპირებს "ბარსელონა" ფერმინ ლოპესს
გაირკვა - რას უპირებს "ბარსელონა" ფერმინ ლოპესს
ავტორი
Aa

ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა მოთამაშეზე, ფერმინ ლოპესზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, კატალონიელებმა ესპანელი ფეხბურთელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ირკვევა, "ბლაუგრანას" 20 წლის მოთამაშის შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

თავის მხრივ, ფერმინი მზადაა, კატალონიელთა რიგებში დარჩეს და ასპარეზობა მთავარ გუნდში გააგრძელოს.

აქვე გეტყვით, რომ ლოპესს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.


Facebook კომენტარები