logo

უმტიტიმ ვარჯიში გამოტოვა - შანსი არაუხოს

უმტიტიმ ვარჯიში გამოტოვა - შანსი არაუხოს

როგორც გუშინ გამცნეთ, "ბარსელონას" ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ სავარჯიშო სესია დაუდგენელი მიზეზის გამო გამოტოვა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ლა ლიგის შემდეგ ტურში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს "ბლაუგრანას" კიდევ ერთი უკანახაზელი, კლემან ლენგლე.

აქიდან გამომდინარე კი Mundo Deportivo იტყობინება, რომ "მალიორკასთან" შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში რონალდ არაუხო უნდა ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა ახალგაზრდამ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე ჩაატარა 1 თამაში, "სევილიას" წინააღმდეგ, სადაც გააძევეს კიდეც.

6 თვის წინ
457 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 486
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ