ესპანურ პრესაში მადრიდის "ატლეტიკოს" 23 წლის თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის მომავლის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება.
Mundo Deportivo-ს თანახმად, ფელიქსი "ბარსასთვის" მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა რეალურ ვარიანტად, თუ გუნდს რომელიმე შემტევი დატოვებს.
"ბლაუგრანადან" წასვლის შანსები ახლა მხოლოდ ანსუ ფატისა და აბდე ეზალზულს აქვთ.
Relevo-ს ჟურნალისტ ალექს პინტანელს თუ დავუჯერებთ, "როხიბლანკოში" უნდათ, რომ "ბარსამ" პორტუგალიელის ხელფასი სრულად დაფაროს და იჯარის სანაცვლოდაც გადაიხადოს გარკვეული თანხა.
მიუხედავად ამისა, მადრიდელთა სურვილის შესრულების სახსრები "ბარსას" არ გააჩნია და რომც გააჩნდეს, ამას მაინც არ გააკეთებდა.
პინტანელი წერს, რომ ჟოაუ ჟოან ლაპორტას ფავორიტია. შემტევი ჩავისა და დეკუსაც მოსწონთ, მაგრამ მას პრიორიტეტად არ მიიჩნევენ.
ასეა თუ ისე, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ 3 დღე რჩება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.