1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსამ" მწვანე შუქი აანთო - ალონსოს გრანდი უმიზნებს
"ბარსამ" მწვანე შუქი აანთო - ალონსოს გრანდი უმიზნებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" მარკოს ალონსოს ტრანსფერზე მწვანე შუქი აუნთო.

ახლა ყველაფერი თავად მანჩესტერელებზეა დამოკიდებული, რადგან მათ "ჩელსისგან" მარკ კუკურელიას, ხოლო "ტოტენჰემისგან" - სერხიო რეგილონის გადაბირებაზეც აქვთ თანხმობა მიღებული.

Relevo-ს ალექს პინტანელი წერს, რომ "ემიუ" 32 წლის ესპანელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ალონსოს "ბლაუგრანაში" დარჩენის შანსი ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის დახურვამაც შეამცირა. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფიქრობენ, რომ პორტუგალიელს დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ეს კი ალონსოს გუნდში დარჩენის საჭიროებას აღარ ტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ მარკოსმა ლა ლიგის მესამე ტურის მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა დადებითი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.



Facebook კომენტარები