2 წლის და 7 თვის წინ
ლამინემ აირჩია - რომელ ნაკრებში ითამაშებს იამალი
ლამინემ აირჩია - რომელ ნაკრებში ითამაშებს იამალი

ლამინე იამალმა ესპანეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი ჟორდი ხილი.

ფეხბურთელს ასევე შეუძლია მაროკოს (მამამისის სამშობლო) და ეკვატორული გვინეის (დედამისის სამშობლო) ეროვნული გუნდების ღირსების დაცვა. 

მიუხედავად ამისა, ლამინეს, რომელსაც ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები, კვლავ "ფურია როხაში" უნდა ასპარეზობა.

არსებობს შანსი, რომ 16 წლის შემტევი ესპანეთის ეროვნულ გუნდში სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე გამოიძახონ. თუ ასე მოხდა, იამალს თბილისშიც მოუწევს ჩამოსვლა.

ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 8 სექტემბერს შეერკინებიან.


Facebook კომენტარები