1 წლის და 3 თვის წინ
"ჩელსიმ" "ბარსელონას" 2 თავდამსხმელს დაუმიზნა
"ჩელსიმ" "ბარსელონას" 2 თავდამსხმელს დაუმიზნა

ლონდონის "ჩელსიმ" ფერან ტორესი და რაფინია თავიანთ სატრანსფერო სამიზნეთა სიაში შეიყვანა, - იუწყება Sports Mail-ის ჟურნალისტი საიმონ ჯოუნსი.

"არისტოკრატთა" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ საჯაროდ თქვა, რომ კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას ისურვებდა, რათა გუნდმა კრისტოფერ ნკუნკუს ტრავმით გამოწვეული დანაკლისი აღმოფხვრას.

ამავე წყარომ "ლურჯებს" დაუკავშირა "არსენალის" ინგლისელი ფეხბურთელი, ემილ სმიტ როუც.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსის" რაფინიათი დაინტერესება დაადასტურა უფრო სანდო წყარომაც.

Telegraph-ის მეტ ტერნერის ინფორმაციით, "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები ბრაზილიელ ვარსკვლავს მიუბრუნდებიან. "ჩელსი" რაფინიას გასულ წელსაც უმიზნებდა და "ლიდსთან" შეთანხმებაც ჰქონდა მიღწეული, თუმცა 26 წლის გარემარბმა "ბლაუგრანაში" ისურვა გადაბარგება.

შეგახსენებთ, რომ რაფინიამ მიმდინარე სეზონში სულ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და წითელი ბარათი დაიმსახურა, ფერანმა კი 3 მატჩში 2 გოლი შეაგდო.


Facebook კომენტარები