2 წლის წინ

ცნობილია: რა თანხად შეეძლება "ბარსას" ეზალზულის გაყიდვა

ავტორი
Aa
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ 3 დღე რჩება, თუმცა "ბარსელონადან" ფეხბურთელების წასვლა ან მოსვლა მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ.
შესაძლო წამსვლელთა შორისაა 21 წლის გარემარბი, აბდე ეზალზულიც.
ალექს პინტანელის ინფორმაციით, მაროკოელი თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. სულ მალე აბდეს აგენტი და "ბლაუგრანას" წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდებიან.
მართალია, ახალგაზრდა შემტევს ჩავიმაც და დეკუმაც უთხრეს, რომ მისი შენარჩუნება უნდათ, მაგრამ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.
"ვილიარეალის" წინააღმდეგ აბდე მოედანზე არც შეუყვანიათ, რამაც იგი კიდევ უფრო გულდაწყვეტილი დატოვა.
სხვათა შორის, SPORT წერს, რომ ეზალზულის სანაცვლოდ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შეთავაზებით ლევერკუზენის "ბაიერი" მიმართავს. "ფარმაცევტები" მაროკოელში 20 მილიონ ევროს იხდიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 16 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში