1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონა" ობამეიანგის დაბრუნებას განიხილავს
"ბარსელონა" ობამეიანგის დაბრუნებას განიხილავს

"ბარსელონა" ზაფხულში პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამატებას განიხილავს, - იუწყება The Telegraph.

ჟურნალისტ მეტ ლოუს ინფორმაციით, გაბონელი თავდამსმელით მადრიდის "ატლეტიკო" და "მილანიც" არიან დაინტერესებულნი.

33 წლის ფორვარდს "ლოს ანჯელეს გელექსიში" იჯარით გადასვლის შეთავაზება ჰქონდა, თუმცა მან MLS-ში წასვლა ნაადრევად მიიჩნია.

ობამეიანგი ახლა ლონდონის "ჩელსიში" პოზიციების განმტკიცებაზეა ფოკუსირებული. მართალია, პიერ-ემერიკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს, თუმცა პრემიერ ლიგაში თამაში მას ჯერ კიდევ შეუძლია.

"არისტოკრატების" მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში გაბონელმა 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი ცხრიანი "ბარსამ" "ჩელსიში" 2022 წლის ზაფხულში გაყიდა. ლონდონელებმა კლუბს 12 მილიონი ევრო გადაუხადეს და მარკოს ალონსოს უფასოდ დამატების საშუალებაც მისცეს.


Facebook კომენტარები