logo

"ბარსელონა" ძალიან დაბერდა - სანერვიულო სტატისტიკა

"ბარსელონა" ძალიან დაბერდა - სანერვიულო სტატისტიკა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი "ბარსელონამ" "ნაპოლისთან" გასვლაზე ჩაატარა და 1:1 დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ნეაპოლიდან დამაკმაყოფილებელი შედეგი წამოიღეს, შეხვედრის მანძილზე ისინი არაერთხელ მიუახლოვდნენ მარცხს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ზედმეტად გადაბერებული შემადგენლობაცაა. "ბლაუგრანას" სასტარტო თერთმეტეულის საშუალო ასაკი 28.3 წელი გახლდათ, რაც მერვედფინალში მონაწილე ყველა სხვა გუნდის საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი იყო.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი შემადგენლობის 5 წევრს 30-საც კი ჰქონდა გადაბიჯებული: ხერარდ პიკეს (33), ლიონელ მესის (32), არტურო ვიდალს (32), ივან რაკიტიჩსა (31) და სერხიო ბუსკეტსს (31).

6 თვის წინ
721 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ