3 წლის წინ
ბალდე: "ჩემი მომავალი "ბარსელონაშია"
ავტორი
Aa
კატალონიურ L'Esportiu-სთან ჩაწერილ ინტერვიუში, "ბარსელონას" ახალგაზრდა ფლანგელმა, ალეხანდრო ბალდემ დაადასტურა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს.
"დიახ, ჩემი აგენტი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. მას 100%-ით ვენდობი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მომავალი აქ არის. აქ დარჩენას მრავალი წლის განმავლობაში ვგეგმავ.
"ლა მასიაში" მაშინ მოვედი, როცა 7 თუ 8 წლის ვიყავი. ახლა 19 წლის ვარ. ეს დიდი დროა და ვიმედოვნებ, კიდევ მეტხანს გაგრძელდება," - თქვა ბალდემ.
19 წლის მარცხენა მცველმა მიმდინარე სეზონში ჩავი ერნანდესის განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა. ლა ლიგის 20 მატჩიდან ალეხანდრომ სასტარტო შემადგენლობაში 15 დაიწყო.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ესპანელი ფლანგელი "ბარსასთან" სულ მცირე 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი