ჩავიმ აზრი შეიცვალა - მნიშვნელოვანი ამბავი

ჩავიმ აზრი შეიცვალა - მნიშვნელოვანი ამბავი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ფრენკი დე იონგთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა, - იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "მაესტრო" ახლა მიიჩნევს, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსის შესანიშნავი ჩამნაცვლებელი იქნება.

არადა, არც თუ შორეულ წარსულში, ჩავი ფრენკის საყრდენის პოზიციაზე ვერ ხედავდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭე 25 წლის შუახაზელს დაცვის ცენტრშიც უძებნის ადგილს. მისი აზრით, დაცვაში ღრმად ჩამჯდარი გუნდების წინააღმდეგ ფრენკიმ სწორედ უკნიდან უნდა ითამაშოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "ბარსელონას" მიერ ფრენკის უახლოეს მომავალში გაყიდვა უნდა გამოვრიცხოთ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დე იონგის 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

1 კვირის წინ
4503 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას?

კი
ვერა
არ ვიცი
სულ პასუხები: 377
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფრანკ კესიე, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რობერტ ლევანდოვსკი